აქციის მონაწილე ქალბატონი 3500 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება

324
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ქალბატონს, რომელიც 16 დეკემბერს, პოლიციის მანქანაზე ავიდა და დააზიანა სასამართლომ 3500 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა და მისი გათავისუფლება მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ მოხდება. 

ქეთევან მირიანაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა. დაცვის მხარე მისთვის 1000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ადვოკატის განცხადებით, აპირებს რომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს და გირაოს რაოდენობის დაკლება მოითხოვოს.

ქეთევან მირიანაშვილი პოლიციამ 19 დეკემბერს დააკავა. თავდაპირველად მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

დღეს კი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს. დაკავებული აღიარებს ქმედებას, მაგრამ არ აღიარებს ბრალს. შემდეგი სასამართლო სხდომა 2019 წლის 6 თებერვალს ჩაინიშნა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE