რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აკრძალვა სრულებით წარმოუდგენელია – რუსუდან გოცირიძე

287
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი რუსუდან გოცირიძე ეხმიანება ნიკა გვარამიას მიმართ იმ ადამიანების მიერ გამოთქმულ შენიშვნას, რომლებიც მას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. საკითხი ეხება გვარამიას მონოლოგს, როდესაც მისი თქმით, ხუმრობით, მიხეილ სააკაშვილი ალაჰს, ხოლო საკუთარი თავი მოციქულს შეადარა:

1. ხუმრობა რელიგიური გრძნობა არაა და მისი გაკრიტიკებაც შეიძლება და დაგმობაც. ხუმრობა არც ცალსახად პოზიტიური მოვლენაა და მისი გამოყენება იოლად შეიძლება ვინმეს დასაჩაგრად, დასამცირებლად, სტიგმატიზებისა თუ მარგინალიზებისათვის.

2. რელიგიური გრძნობა ნამდვილად არსებობს ბუნებაში, მაგრამ მისი კანონის ჩარჩოებში მოქცევა, მისი კანონით დაცვა ან მისი შეურაცხყოფის აკრძალვა სრულებით წარმოუდგენელია და უფრო მეტიც, ძალიანაც არარელიგიური და მავნებლური მოწადინებაა.

3. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი სათქმელის თქმის და ნებისმიერი ნათქვამის მოწონებისა თუ გაკრიტიკების უფლება და თავისუფლება.

4. ყველამ უნდა თავად უსმინოს თავის ნათქვამსა და დაუდგეს დარაჯად, რომ ვინმეს არ ავნოს, არ შეურაცხყოს, არ დაჩაგროს, არ გაინაპიროს….
და ჩემი მთავარი სათქმელი – ჩემის ღრმა რწმენით, ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილს არაფერი აქვს საერთო იმ ამბავთან, რაზეც დიდი სჯა ბაასია ატეხილი ჩვენს საზოგადოებაში.

უფრო მეტიც – ჩემი ღრმადმორწმუნე მუსლიმი მეგობრები როგორც სუნიტური, ისე შიიტური ტრადიციებიდან, ამბობენ, რომ გვარამიას განცხადებაში არაფერს ხედავენ არც შეურაცხმყოფელს და არც დამამცირებელს! (ეს პირველი და მთავარი)….
და ასევე, იგივე ადამიანები გაოცებულები შესცქერიან “რელიგიურად

შეურაცხყოფილი ადამიანების” გაცხარებას, რადგანაც მათი ხმა არავის გაუგონია არც ისლამოფობიის, არც დევნის, არც დისკრიმინაციის საკითხებზე.”- წერს რუსუდან გოცირიძე.

თქვენი კომენტარი?