კანონი ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის მორიგი ჰუმანური აქტი და ჰუმანიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია – დავით ჩიხელიძე

353
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელ დავით ჩიხელიძის შეფასება საქართველოს პარლამენტის მიერ, ამნისტიის კანონის მირებასთან დაკავშირებით:

“რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა, კანონი ამნისტიის შესახებ მიიღო, რაც მმართველი გუნდის მორიგი ჰუმანური აქტი და ჰუმანიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია.

რა თქმა უნდა გავეცანი თითოეულ მუხლს, რომელსაც ამნისტია შეეხება და შემიძლია განვაცხადო, რომ ყოველი მუხლი დიდი სიფრთხილით არის შერჩეული და იმის საფრთხე, რომ ამნისტირებულმა ადამიანებმა საზოგადოებას საფრთხე შეუქმნან მინიმუმამდეა დაყვანილი.

მიუხედავად ამნისტიის ფართო მასშტაბურობისა, ის ყველას ვერ და არ შეეხება, რადგან ამნისტიას აქვს საკუთარი წესები, ჩარჩოები და ა.შ.

მე მესმის ყოველი ადამიანის, რომელთა შვილი ან ახლობელი ციხეში არის, მაგრამ საუბარი, რომ ამნისტია არის შერჩევითი ხასიათის, ყოვლად უადგილო და ჩემთვის მიუღებელი გახლავთ! პირიქით, ამნისტიის კანონპროექტი სწორედ, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი არის.

მნიშვნელოვანია ამნისტიის მასშტაბები, რომელიც რამდენიმე ათას ადამიანს მოიცავს, ამნისტია 1500-მდე პატიმარს, 6000-მდე პრობაციონერს, 4000-მდე იმ ადამიანს შეეხება, რომელთაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სასამართლოს განაჩენებით დაეკისრათ ჯარიმები.

ყოველი ადამიანი იმსახურებს ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას, მაქვს მოლოდინი, რომ თითოეული ამნისტირებული ადამიანი გამოიყენებს შესაძლებლობას და ჩვენს საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?