არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე გინდათ რომ მე გავაკეთო კომენტარი? რა თქმა უნდა, მის ნათქვამზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ერთი მინდა ვთქვა, უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დიდი დამანგრეველი ომის მალე დასრულებას.”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ვაკის პარკში, 9 მაისის დღის აღსანიშნად გამართული ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
„კიდევ ერხელ მინდა ერთი რამ ვუთხრა საზოგადოებას, ესაა კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენს მიერ ნათქვამი ადამიანი და ჩვენი ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდეც, ომის შემდეგაც და დღესაც ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ფაშისტური, ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას.
ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ, საზოგადოებამ ძალიან ბევრი ფაქტი ნახა ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების და ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია არის ჩართული პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და მას არავინ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ თავის თავს. ერთი რამ მინდა ვთქვა, უკრაინას ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას, მშვიდობას და ამ ომის მალე დასრულებას,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს