გიგლა ბარამიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა

3251
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გიგლა ბარამიძემ, ნინო ბურჯანაძის პარტია “ერთიანი საქართველო” დატოვა, სადაც  გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

“ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ ძველით ახალ წელს. ამავე დროს, მსურს გაცნობოთ, რომ ჩემი მოღვაწეობის ერთი ეტაპი დასრულდა. მე დავტოვე პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” და გენერალური მდივნის თანამდებობა. მადლობა ჩემს კოლეგებს. ყველას გულით ვუსურვებ წარმატებებს. წინ საინტერესო დრო გველის,” – წერს გიგლა ბარამიძე.

თქვენი კომენტარი?