მაინც უნდა მივიღოთ დღეს გადაწყვეტილება და არსებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გავახანგრძლივოთ – პრემიერი

300
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, მაინც უნდა მივიღოთ დღეს გადაწყვეტილება და არსებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გავახანგრძლივოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„თითქმის უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველას ერთად გვიწევს პანდემიასთან ბრძოლა და ეს ბრძოლა საქართველოშიც და გლობალურად, მსოფლიოშიც გრძელდება. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ინფიცირების 1 177 შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების ღონისძიებების შედეგად, ბოლო 2 თვის განმავლობაში პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს.

თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აბსოლუტურ ციფრებში დღეს დაახლოებით დღეში 1 500 ინფიცირებული საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი რიცხვია და მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, რომ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, მაინც უნდა მივიღოთ დღეს გადაწყვეტილება და არსებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გავახანგრძლივოთ.

ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, ყველგან მძიმდება მდგომარეობა, შეზღუდვები სულ უფრო და უფრო მკაცრდება, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში, ქვეყანაში პირველ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც დღეს მოქმედებს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?