ნორვეგიის ხელისუფლების ცნობით, ახალი ვაქცინა განსაკუთრებით სარისკოა 80 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის

293
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნორვეგიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა, შესაძლოა ძალიან სარისკო იყოს ასაკოვანი ადამიანებისთვის. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს,  არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ ვაქცინაზეა საუბარი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ამ ქვეყანაში ამერიკული კომპანია “Pfizer”-ის ვაქცინას იყენებენ.

ქვეყნის ოფიციალური  წარმომადგენლების ინფორმაციით, ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან მალევე, ქვეყანაში 23 ადამიანი გარდაიცვალა.

ნორვეგიის სამკურნალო სააგენტოს თანახმად, 13 გარდაცვლილის ექსპერტიზის შედეგად გვერდითი მოვლენები იქნა აღმოჩენილი, რამაც მწვავე რეაქცია გამოიწვია ორგანიზმში, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში.

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული დასკვნა, ნამდვილად მოხდა თუ არა ამ ადამიანების გარდაცვალება ვაქცინის მიზეზით.

თქვენი კომენტარი?