MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, ოლიმპიურ და პარალიმპურ ჩემპიონებს, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულ სპორტსმენებს სტიპენდია გაუორმაგდათ და ყოველთვიურად 2000 ლარს მიიღებენ.

ასევე, სტიპენდიანტთა ჩამონათვალს დაემატებიან ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების პრიზიორები – ვერცხლის მედალოსნები ყოველთვიურად მიიღებენ 800 ლარს, ბრინჯაოს მედალოსნები კი – 500 ლარს.

გარდა ამისა, სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, უფროსთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებულებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია 800 ლარის ოდენობით, ხოლო ევროპის ჩემპიონებს – 400 ლარის ოდენობით.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER