აი, რა თქვენი საქმეა, ვინ გეკითხებათ?! – ბონდო მძინარაშვილი

584
წაკითხვა/ნახვა

ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილის ფეისბუქ პოსტი:

“იცით, რატომ უჭირს ქართულ პოლიტიკას? იმიტომ, რომ პარტიების თავმჯდომარეები სერიოზული სახით ლაპარაკობენ იმის შესახებ, ვინ იქნება ანდა ვინ უნდა იყოს (არ იყოს!) სხვა პარტიის თავმჯდომარე! აი, რა თქვენი საქმეა, ვინ გეკითხებათ?! 

იცით, რატომ უჭირს ქართულ ჟურნალისტიკას? იმიტომ, რომ ქართველი ჟურნალისტები პარტიების თავმჯდომარეებს სერიოზული სახით ეკითხებიან იმის შესახებ, ვინ იქნება ანდა ვინ უნდა იყოს (არ იყოს!) სხვა პარტიის თავმჯდომარე! აი, რა შუაში არიან, რას ეკითხებით?!”–  წერს ბონდო მძინარაშვილი.

თქვენი კომენტარი?