დავით ზურაბიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:
“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ყველაზე საინტერესო საკითხავი არის მისი მომხრეების რეაქცია.
ერთნი შიშობენ, ემანდ მართლა ხომ არ მიდის და კობახიძის ხელში ხომ არ გვტოვებსო, ხოლო მეორენი პირველებს ამშვიდებენ, კი წავიდა ფორმალურად, მაგრამ რეალურად არსად არ მიდის და ისევ ის იქნება ნაჩალნიკიო.
ანუ, ერთის მხრივ, ამ ხალხის აზრით ისეთი უვარგისი ხელისუფლება გვყავს, რომ თუ პირადად ბატონმა ბიძინამ არ უხელმძღვანელა, კაცმა არ იცის რა უბედურებას გადაგვყრიან და შეიძლება მიშაც კი (ფუი ეშმაკს, ჯვარი აქაურობას!) მობრუნდეს;
მეორეს მხრივ კი თავს იმით იმშვიდებენ, რომ უვარგისი ხელისუფლების ფორმალური მმართველობა ბატონი ბიძინას არაფორმალური მმართველობით დაბალანსდება. მოკლედ, კიდე კაი დღეში ვართ.”- წერს დავით ზურაბიშვილი.
შემთხვევით გადავაწყდი, გიორგი თარგამაძე როგორ ხტება ტანსაცმლიდან, ვახო სანაიას ეს როგორ...