22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

დავით კირკიტაძე ადასტურებს, რომ აქვს ინფორმაცია ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის შექმნის შესახებ

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ნაციონალური მოძრაობის წევრ დავით კირკიტაძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ნიკა მელია, მის თანამოაზრეებთან ერთად პარტიის შექმნას აპირებს. ამის შესახებ მან 9 მაისს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას განაცხადა.

კირკიტაძის თქმით, მას უშუალოდ მელიასგან არ აქვს ეს ინფორმაცია, თუმცა მის გარშემო მყოფი ადამიანებისგან იცის.

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამისკენ სვლა და მზადება. მე ეს პირადად ნიკა მელიასგან არ ვიცი, თუმცა ის ადამიანები, ვინც მოიაზრებიან მის გარშემო, ამაზე აქტიურად საუბრობენ”– განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თუ რა რეაქცია აქვთ ამაზე ნაციონალურ მოძრაობაში, დავით კირკიტაძემ უპასუხა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება და უფლებაა, რაზეც გრიგოლიამ რეპლიკის სახით უთხრა, რომ ძალიან დავარცხნილი კომენტარია.