“აი ამ გარეწარის დაცვას მოითხოვდნენ “ნაციონალები” და მათი განაყოფები – დავით ოქიტაშვილი

1171
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი აქვეყნებს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ინტერვიუს იმ მონაკვეთს, რომელშიც ის აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ეს არის დამოუკიდებელი რეგიონები.

“აი ამ გარეწარის დაცვას მოითხოვდნენ “ნაციონალები” და მათი განაყოფები მთავრობისაგან და ქართველი ხალხისგან⁉️ ეს გარეწარი ნავალნი არის რუსი ტერორისტი, რომელიც ითხოვდა დაბომბეთო თბილისი რაკეტებით და აღიარეთო სამაჩაბლო აფხაზეთიო.

გასაკვირია პირდაპირ, რა რეკლამირებას უწევენ დღეს ნაცჯალათები, ამ პირსისხლიან ტერორისტს?! რუსეთს სააკაშვილზე და ნაციონალებზე დიდი შტირლიცები არყოლიათ არა, აი ფაქტი.”– წერს დავით ოქიტაშვილი.

თქვენი კომენტარი?