დაადასტურა ჩემი სიმართლე ე.წ საზოგადო მოღვაწე – უცნობმა – ნუკა არველაძე

754
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ნუკა არველაძე ეხმიანება გია გაჩეჩილაძის (უცნობი) აღიარებას, რომელმაც თქვა, რომ 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია გარიგების სანაცვლოდ დაშალა.

“აი, რატომ ბაქიბუქობდნენ “ნაცები” და ახლაც თავს გვამადლიან “ოცნებიდან” გაქცეულ ჩანერგილები!

როცა “ნაცების” დროს არ ვენდობოდი ოპოზიციას, არასამთავრობოებს და ამის გამო ,,გამრიყეს” და ლამის პერსონა ნონ-გრატად გამომაცხადეს – ახლა დაადასტურა ჩემი სიმართლე ე.წ-მა  საზოგადო მოღვაწე – “უცნობმა”

არამარტო “უცნობმა” – რაც ვიცოდი, ყველა გაურიგდა ნაცებს, მაგრამ მერე მიშამ ზოგზოგიერთი გადააგდო და დაიკიდა!

გარიგება შედგა ასევე გიორგი თარგამაძესთან და მის კამანდასთან – ამიტომაც დღეს ტვ “ფორმულა”-დან ვალს აბრუნებს

მერე თბილად ჩაუჯდნენ ივანიშვილის ოცნების წყალობით – და ამიტომაც ვაღიარებ მას, რომ ყველას შიშველი უკანალი დავინახეთ! ახლავე დაიწყეთ კაკალის მტვრევა, გაზაფხულს არ დაელოდოთ”- წერს ნუკა არველაძე.

ამ თემაზე:

თქვენი კომენტარი?