როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ პოლიტიკაში საქმე აღარ მაქვს – თეა წულუკიანი

1547
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ პოლიტიკაში საქმე აღარ მაქვს, –  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემა “თავისუფალ ხედვაში სტუმრობისას.

„ჩემთვის მდგომარეობა, მშვიდად წავიდე სახლში არის ის – თუ გინდათ რადიკალად შემრაცხეთ – როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში.

ახლა რა პროცესებიც მიმდინარეობს, ჩემი თავი დამიჭერია, მიფიქრია, ხომ არ დგება ნელ-ნელა ეს დრო. მე სულაც არ მგონია, რომ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი. მე პოლიტიკაში ჩავები. ვიყავი ჩემთვის სტრასბურგში, ვმუშაობდი სასამართლოში და ვიყავი ბედნიერად.

იმ თანამდებობიდან, რომელიც სიბერემდე შეიძლება მქონოდა, ისე რომ ვერავინ ვერც მომხსნიდა, უცბად დავბრუნდე საქართველოში და შევუერთდე იმ პატარა სულ პატარა, რომელიც სრულ უიმედობაში იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.

გუნდის პოზიცია მთლიანობაში შემიძლია, ნამდვილად გითხრათ, ბევრი გვარის ჩამოთვლა შემიძლია, რომ ყველა იქნებოდა ბედნიერი, რომ ქვეყანაში არ იყოს ასეთი პოლიტიზებული გარემო და ყველამ შევძლოთ, ახალგაზრდები ხართ, მართეთ ქვეყანა და მოდით, ჩვენ წავედით, დავისვენოთ. ჩვენ არ ვართ კლასიკური პოლიტიკის თაობა. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ებრძოდა წამებას და უმსგავსობას. ეს არ არის კლასიკური პოლიტიკა, სხვანაირი ტიპის ბრძოლაა“, – განაცხადა წულუკიანმა.

თქვენი კომენტარი?