ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, ვინც “რუსთავი2”-ის გადაცემებში იღებს მონაწილეობას, “მთავარმა არხმა” შესაძლოა ეთერი აღარ დაუთმოს

2157
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც  “რუსთავი2”-ის გადაცემებში იღებენ მონაწილეობას, შესაძლოა “მთავარმა არხმა” ეთერი აღარ დაუთმოს. ამის შესახებ მინიშნება ნიკა გვარამიამ, საკუთარ ფეისბუქ სტატუსში გააკეთა და დაწერა, რომ გამო  მათ მიმართ დამოკიდებულებას გადახედავენ.

“ყველა ოპოზიციონერი, რომელიც წართმეულ და ჩხარტიშვილისთვის გადაცემულ რუსთავი2”-ში ში დადის, ძალიან მიქარავს. და ყველაფერი იმის ღირსია, რაც იქ დაემართათ უკლებლივ ყველას.

ნახევარი წელია, ოპოზიციის შედუღაბებას ვცდილობთ. ამ დროს, ჩვენთან მოსვლა სულ პრობლემაა: ხან დრო არ აქვთ, ხან ჩაერთვება. უცებ, გაიხედავ და სტუდიაში ზის კივილ-წივილში გახვეული, შოუებში, სადაც მიზანი ჩხუბი და დაპირისპირებაა და ჩვენი თვეების შრომის – გაერთიანების წყალში ჩაყრა.

ყველა ასეთი გადაცემა, ჩემი მოკრძალებული აზრით, ივანიშვილის საქმეს აკეთებს. არ ვიცი ნებსით, არ ვიცი უნებლიედ.  ხოდა, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ.  ჩვენ კი გადავწყვიტეთ, თქვენ მიმართ დამოკიდებულებას გადავხედოთ.”– წერს გვარამია.

თქვენი კომენტარი?