MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

მაია ნიკოლეიშვილის შეფასება გაერთიანებულ ოპოზიციასთან დაკავშირებით.

“ოპოზიციის “საიდუმლო”  თათბირებიდან და კონსულტაციებიდან ამბის გამოტანა, ამომრჩევლამდე და ქართულ საზოგადოებამდე ამბის მოტანა გაერთიანების ბოსების რისხვისა და “დამნაშავეთა” “განკვეთის” მიზეზი ხდება. ლამისაა ჩაქოლონ ალეკო, ლევანი, იაგო: “განგრენა უნდა მოიკვეთოსო, “სიტყვა როგორ გამოიტანეო”, “გეუბნები, ჩვენს გვერდით არ გაიარო”-ოო! (იგულისხმება “ბიჭოც”)!

პარდონ! “კოზა ნოსტრაა”?! “ომერტაა”? (იტალ. ერთმანეთის დაფარვა, საერთო სარგებელი). მაფიის “ღირსების კიდექსი”, რომლის ძირითადი პრინციპია სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობა, შემდეგ წესებს აერთიანებს:

1. არსებობს ერთობის დატოვების ერთადერთი მიზეზი-გარდაცვალება
2. ორგანიზაციის ერთი წევრის “ობიდჩიკი” განარისხებს მთელ ერთობას;
3. მართლმსაჯულებას ახორციელებს მხოლოდ ორგანიზაცია
4. ორგანიზაციის “წევრები უსიტყვოდ ემორჩილებიან “გლავარს”
5. ორგანიზაციის ღალატი ისჯება მოღალატის და მისი ყველა ნათესავის სიკვდილით .

(ეს “ჩვენებს” ჯერ არ განუხორციელებიათ) თარგმანი ჩემია და ვიცინოთ, მაგრამ ძალიან განსხვავებულიც რომ არ არის მათი პრინციპები?!

“ომია, ძმაო, ომი, მერე, ვნახოთ”-ო, ერთ-ერთ ჩვენ ოპოზიციონერ ლიდერს უთქვამს!ნუ, დაახლოებით ამ სტილში: “На войне, как на войне”! ისე, ვფიქრობ, სიტუაციას სუვოროვის გამოთქმა უფრო შეეფერება: “Война-это х@ня, главное-маневры! თქვენთვისაც ხომ მთავარი “უჩენიებია”! რა მომკლავს ამ ყველაფრის მაყურებელს! ვავა!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

ამ თემაზე:

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER