მესამედ მიწევს საკუთარი პლატფორმის გამოყენება ინფორმაციის გასავრცელებლად და მომხმარებლების გასაფრთხილებლად. უკვე მესამედ, უმიზეზოდ გამითიშა ფეისბუქის ადმინისტრაციამ პირადი გვერდი და საკმაოდ ბევრი ადამიანი დადგა ამ პრობლემის წინაშე.
დღევანდელ პოსტში მოკლედ გეტყვით, რომ ფეისბუქი არ არის სანდო ქსელი და ნებისმიერ მომენტში, შესაძლოა თქვენც გაგიუქმონ პროფილის გვერდი, შესაბამისად, ინფორმაცია ან ფოტოები, რომელიც მხოლოდ ფეისბუქზე გაქვთ ატვირთული, გადაიტანეთ სხვა სივრცეშიც, რათა პროფილის გათიშვის შემთხვევაში არ დაკარგოთ ღირებული ინფორმაცია, იქნება ეს ტექსტური თუ ფოტომასალა.
მეგობრებთან თუ ჩვენი საიტის მკითხველთან ურთიერთობას გავაგრძელებ Multimedia.ge-ს პროილიფ გვერდიდან, რომელიც ჯერჯერობით აქტიურია და შეგიძლიათ დაგვამატოთ ამ ბმულზე: https://www.facebook.com/multimediageorgia/
გიორგი ლაღიძე – Multimedia.ge
შემთხვევით გადავაწყდი, გიორგი თარგამაძე როგორ ხტება ტანსაცმლიდან, ვახო სანაიას ეს როგორ...