ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა – სერგი კაპანაძე

357
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “ევროპული საქართველო”-ს ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება:

ყველას ვულოცავ სტრასბურგის სასამართლოს ძალიან მაგარ გადაწყვეტილებას. სასამართლომ პირდაპირ დაადასტურა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აფხაზეთზე და ცხინვალზე და პასუხისმგებელია იქ რაც ხდებოდა და ხდება 12 აგვისტოს შემდეგ. მათ შორის, მკვლელობებზე, დევნილების დაბრუნებაზე და ა.შ.

ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საჯარო მოსამსახურეებმა და მათაც მინდა ეს გამარჯვება მივულოცო.

აი, იმ ადამიანებს კი, რომლებიც წლებია ამტკიცებენ, რომ აფხაზეთი კონფლიქტის მხარედ ვაღიაროთ, რომ მერე რა მოხდება ასე თუ ვიზამთ, პირდაპირ ვეტყვი რომ უცოდინრები და საშიშები არიან. მათ რომ თავისი გაეტანათ 2012 წლის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება დღეს არ გვექნებოდა. საერთაშორისო სამართალი ქუჩის ბაზარი არ არის. სწავლა სჭირდება, თან სიღრმისეულად.

P.S –  ნელ-ნელა დავბრუნდები სამკვირიანი არყოფნიდან ფბ-ზე. მცირე ოპერაცია დამჭირდა და ახლა ყველაფერი რიგზეა. სულ მალე ფეხზე ვიქნები, ძველებურად და უფრო მეტადაც აქტიური”- წერს სერგი კაპანაძე ფეისბუქში.

ამ თემაზე:

დეტალურად – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ და რუსეთის წინააღმდეგ

თქვენი კომენტარი?