უვიცებო, სტრასბურგმა გაგვამტყუნა 8-დან 12 აგვისტომდე – გრიგოლ ონიანი

4017
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გრიგოლ (გრიშა) ონიანის გამოხმაურება სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, საქართველო-რუსეთის ომის საქმესთან დაკავშირებით.

კრწანისის ტრაგედიამ ქართულ რომანტიზმს ჩაუყარა საფუძველი. ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი მწარედ დასტიროდნენ ნაღალატევი მეფის ბოლო დამარცხებას კრწანისის ველზე.  ლადო ასათიანმა კი დააგვირგვინა ქართული რომანტიზმი: „საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები, რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!“

უვიცებო, სტრასბურგმა გაგვამტყუნა 8-დან 12 აგვისტომდე, როდესაც საქართველოს სარდლობამ უპატრონოდ მიატოვა თავის მიერ დაწყებული ბრძოლის ველი თავისი მეომრებითა და დახოცილი მებრძოლებით, რომლებსაც ხუთი დღის განმავლობაში ბუზები და ყვავ-ყორნები ესეოდნენ და მათ საჯიჯგნად იქნა მიტოვებული საქართველოს გენოფონდი, ვიდრე მათ მისაშველებლად, ყოველგვარ საომარ ასაკს გადაცილებული, საქართველოს პატრიარქი ილია II არ გავიდა ნაომარ ველზე მიცვალებულების ასაკრეფად.

ეს მაშინ, როდესაც სამარცვინოდ დამარცხებას საამაყო გამარჯვებად გვასაღებდნენ რუსთაველის პროსპექტზე.

და იგივე მეორდება დღესაც – დღეს ვიღაცას აქვს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, რომ კიდევ ერთმანეთს რაღაც სისულელეები მიულოცონ.  ვაი, თქვენს პატრონს, საქართველოს!  ვაი, ჩვენს ისტორიას!  ვაი, ჩვენს ნაცარქექიობას!
მრისხანებით გრიგოლ ონიანი.”– წერს გრიგოლ (გრიშა) ონიანი.

ამ თემაზე:

დეტალურად – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ და რუსეთის წინააღმდეგ

თქვენი კომენტარი?