მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს

213
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანე,  ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

შემთხვევა მე-7 მიკრო რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში მოხდა, კერძოდ,  შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, იწვოდა საცხოვრებელი ნივთები დაახლოებით 10 კვ/მ ფართობზე. მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან გამოიყვანეს ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი.

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

თქვენი კომენტარი?