სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მეტწილად წინა ხელისუფლების დამსახურებაა – ნინო ბურჯანაძე

1183
წაკითხვა/ნახვა

რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მეტწილად წინა ხელისუფლების დამსახურებაა”- ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ TV “პირველი”-ს ეთერში განაცხადა.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი და დიდი გამარჯვება, მართლა მოსალოცია და ყველამ შეიძლება ერთმანეთს მივულოცოთ იმიტომ, რომ სამართლებრივად, ეს არის ძალიან სერიოზული გამარჯვება, შესაბამისად სერიოზული პოლიტიკური გამარჯვება.

ნამდვილად გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ  უფრო წინა ხელისუფლების დამსახურებაა იმიტომ, რომ პირველივე დღეებიდან დაიწყო ამ თემის გააქტიურება, ძალიან მაღალკვალიფიციურად იქნა სარჩელი შედგენილი”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

თქვენი კომენტარი?