ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს და ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება

652
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, რა დროსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც ოპოზიციის სიით შევიდა საკანონმდებლო ორგანოში, პროტესტის ნიშნად ნაგავი დააყარეს თავზე.

ნიკა მელია ერთი მხრივ გმობს მსგავს ფორმას, თუმცა მეორე მხრივ ამბობს, რომ კარგად ესმის იმ ადამიანების მრისხანებისაც, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, ვინც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებს.

“არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა
მაგრამ

ხელისუფლებამ საზოგადოებას, თავს ლაფი დაასხა – ხალხს არჩევანი მოპარა, პროტესტის ადრესატმა კი ეს დასხმული ლაფი შეირგო, შეიშრო და იმ თავლაფის დამსხმელ ‘ხელისუფლებას’ გვერდით მიუჯდა.

ასე რომ, არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, ვინც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებს.

ძალიან ვცდებით, თუ გვგონია რომ მხოლოდ ფეისბუკში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით ოდესმე, დიახ ოდესმე, დავამარცხებთ ამ ბოროტებას, რომელსაც ეს მოძალადე, არჩევნების ქურდი ხელისუფლება წარმოადგენს.”– წერს ნიკა მელია.

ამ თემაზე:

ბათუმში, დაქირავებულმა აქტივისტებმა დეპუტატს ნაგავი თავზე დააყარეს

ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა – სალომე სამადაშვილი

რაც ბათუმში მოხდა, არის სამარცხვინო საქციელი – რომან გოცირიძე

თქვენი კომენტარი?