აღარ გამიკვირდება, ზოგიერთმა “პოლიტიკოსმა” შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობაც რომ “გამოხატვის თავისუფლებით” “გაამართლოს – მაია ნიკოლეიშვილი

575
წაკითხვა/ნახვა

მაია ნიკოლეიშვილის გამოხმაურება ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ოპოზიციიდან, აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატად შესვლის გამო, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს.

“ან პოლიტიკა რად გინდა, ან ძალაუფლება, თუ იმ დონის, გამოქვაბულის ადამიანი გყავს ახალგაზრდა აქტივისტად, როგორიც  ბათუმში ვნახეთ?!
ან დედამ, ან მამამ, ან სკოლამ (თუ სწავლობდა) არ ასწავლა ადამიანების საზოგადოებაში ქცევის მინიმალური წესები მაინც?

რა ხდება ბათუმში? უკვე მერამდენეა ასეთი ასოციალური ქცევა ახალგაზრდების მხრიდან? ბათუმის სილამაზის და ნამდვილი ბათუმელების მაღალი კულტურის ფონზე ეს ყველაფერი, უბრალოდ, სახიფათოა!

უფროს-უმცროსობაზე და ზურგიდან მიპარვაზე აღარაფერს ვამბობ, გამოქვაბულის ადამიანს არ მოეკითხება და იმიტომ. ისე, სისხლის სამართლის კოდექსში რომ ხულიგნობის მუხლია, რას გულისხმობს, ნეტავ?

P.S. აღარ გამიკვირდება, ზოგიერთმა “პოლიტიკოსმა” შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობაც რომ “გამოხატვის თავისუფლებით” “გაამართლოს”!!! ხო, იმ დროსაც გაბრაზებულია ადამიანი, ზოგჯერ-უსაზღვროდ და საფუძვლიანად!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

ამ თემაზე:

ბათუმში, დაქირავებულმა აქტივისტებმა დეპუტატს ნაგავი თავზე დააყარეს

თქვენი კომენტარი?