ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავით უსუფაშვილს დროებით მოუწია პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორება

425
წაკითხვა/ნახვა

ბოლო პერიოდში დავით უსუფაშვილი აღარ ჩანს აქტიურად და აღარც მისი განცხადებები გავრცელებულა მედიით. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა და დროებით, ერთგვარ რეაბილიტაციას გადის. ამის შესახებ მან 14 იანვარს დაწერა სოციალურ ქსელში და განმარტა, რომ საგანგაშო არაფერია, თუმცა აუცილებელია რეაბილიტაცია:

“გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს. საგანგაშო არაფერია, მაგრამ ცხოვრების არაადამიანური რეჟიმით დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა.

ბევრმა იცით, რომ ბოლო თვეებში სრული დატვირთვით მუშაობას ვეღარ ვახერხებდი. ვერც მძიმე პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებაში ვიაქტიურე სათანადოდ და ამით ბევრს იმედი გაგიცრუეთ.

ეს, და კიდევ 30 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფოს ფეხზე ვერ დაყენებაში ჩემი წილი პასუხისმგებლობის განცდაა ის მთავარი სტიმულატორი, რომელიც მწყობრში მალე დაბრუნებას და საქმეში ბოლომდე დახარჯვას შემაძლებინებს.

“ჩვენი მოწყენილი კარგი ქვეყნის” მალე გახარებას გისურვებთ!”– წერს დავით უსუფაშვილი.

თქვენი კომენტარი?