სანამ ეს მიზანი მიღწეული არ იქნება, ტაქსებს თავი დაანებე – ლევან ლორთქიფანიძის პასუხი კახა კალაძეს

379
წაკითხვა/ნახვა

“ტაქსი ძვირი ღირს იმ ქალაქებში, სადაც სწრაფი, ეფექტიანი, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და მთელი დასახლების მომცველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს … სანამ ეს მიზანი მიღწეული არ იქნება, ტაქსებს თავი დაანებე! თბილისის ტაქსში, ალბათ, არც მჯდარხარ.”- ასე ეხმიანება ლევან ლორთქიფანიძე თბილისის მერ კახა კალაძეს, რომელმაც ტაქსების სერვისის გაუმჯობესებასა და ტარიფის მატებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

“მისი თანაგუნდელების ტანკისოდენა ჯიპებს იაფი ტაქსითაც კი არ უნდა გადავუღობოთ გზა … ბერლინში და მიუნჰენში ფულიც რომ მქონოდა, ტაქსში მაინც არ ჩავჯდებოდი, საათივით იყო აწყობილი ავტობუსი, ტრამვაი, მეტრო, “ელექტრიჩკა”- წერს ლევან ლორთქიფანიძე ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?