ფაქტია, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელისუფლება და სახელმწიფო დააკნინონ – ხათუნა ხოფერია

420
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ხათუნა ხოფერიას პოსტი სოციალურ ქსელში:

“გამოუშვით ნავალნი, თქვე ფარჩაკებო” – ჩაიშალა… ხალხი არ გამოვიდა ქუჩაში. ან რატომ უნდა გამოსულიყო?! ნავალნის მხარდაჭერა ბევრად უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე გავრილოვის ღამე და უამრავი სხვა ყბადაღებული თემა.

მოგვხსენით ნამორდნიკები და რეგულაციები! – ე, ბიჭო, იქნებ ამ სლოგანმა მაინც გამოიყვანოს ხალხი ქუჩაშიო, თორემ კი ჰქვია ქუჩის ოპოზიცია, მაგრამ ძუკნა ძაღლებივით დაძრწიან ორ-ორად ან სამ-სამად. არადა, სერიოზული დაკვეთაა. ფულის სუნიც ტრიალებს და გადარჩენის ხავსიც გამოჩნდა სულგაყიდულებისთვის.

ისე, ეს ნამორდნიკები, კოვიდი, რეგულაციები ამ ქუჩის ძუკნების პატრონების – ლიბერალ-გლობალისტ- სოროს-ბაიდენის პროექტია და ასე გალაშქრება ამის წინააღმდეგ იმ ტოტის გადაჭრას ჰგავს, რომელზეც ზიხარ ქათამივით. ან, უკვე აღარ ზიხარ… ან, უკვე სხვა ზის….

ერთი კი ფაქტია, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელისუფლება და სახელმწიფო დააკნინონ.  გასაპროტესტებელი მეც ბევრი მაქვს… სადაოც… საჩხუბარიც, მაგრამ არა ამათთან ერთად!”- წერს ხათუნა ხოფერია.

თქვენი კომენტარი?