ახია ჩვენზე, ასეთი გადამფრენი ჩიტებისთვის ადგილი აღარ იქნება ჩვენს სიაში – ნიკა მელია

607
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, ირაკლი ჩავლეიშვილის შესახებ წერს, რომელიც ოპოზიციის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში სამუშაოდ შევიდა.

“ახლა ვუსმინე ირაკლი ჩავლეიშვილს ტვ პირველზე. იდგა და დაფნის გვირგვინდადგმულივით ლაპარაკობდა უტიფრად, იდგა და შუბლის ძარღვგაწყვეტილი ლანძრავდა იმ პარტიას, რომლის მხარდამჭრთა ხმებითაც გახდა დეპუტატი.

ახია ჩვენზე, მეტის ღირსი ვართ, ასეთი გაცვეთილი მედროვეებისთვის რომ გვემეტება ადგილი სიაში და ჩვენი პატრიოტი მხარდამჭრების ხმებით რომ ვსვამთ თბილ სავარძლებში.

ასეთ სტაჟიან მედროვეებს ნაგავი ნამდვილად არ უნდა დააყარო, მიუღებელიც არის და არ შეიძლება, ისტორიის სანაგვეზე კი უნდა მოისროლო

ეს შემთხვევა გაკვეთილად უნდა იქცეს ჩვენთვის და ასეც იქნება, ასეთი გადამფრენი ჩიტებისთვის ადგილი აღარ იქნება ჩვენს სიაში.“– წერს ნიკა მელია.

თქვენი კომენტარი?