20 დოლარიან კუპიურაზე შესაძლოა 20-იან წლებში დაბადებული მონა ქალის ფოტო გამოისახოს

385
წაკითხვა/ნახვა

ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, იგეგმება, რომ 20 დოლარიან კუპიურაზე გამოისახოს 20-იან წლებში დაბადებული შავკანიანი მონა ქალის, ჰარიეტ ტუბმანის ფოტო, რომელიც ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონის სურათს ჩაანაცვლებს და ეს იქნება პირველად 100 წლის განმავლობაში, როდესაც კუპიურაზე გამოსახული იქნება შავკანიანი მონა ქალი.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხაზინა შეისწავლის პროცესის დაჩქარების გზებს.

“ამ ნაბიჯით ქალბატონი ტუბმანი გახდება პირველი შავკანიანი, რომელიც გამოჩნდა აშშ-ს ბანკნოტზე და პირველი ქალი 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენი ფული ასახავდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და მრავალფეროვნებას, და ჰარიეტ ტუბმანის გამოსახულება ამას ნამდვილად ასახავს”, – თქვა პრეს-მდივანმა ჯენ ფსაკიმ ორშაბათს .

თქვენი კომენტარი?