შექმნილი მდგომარეობა ოპოზიციისთვის ნამდვილად არასახარბიელოა – დავით ჩიხელიძე

302
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოში არა პოლიტიკური, არამედ ოპოზიციური კრიზისი არსებობს, კრიზისი რომელიც ოპოზიციის წიაღში აღმოცენდა და ოპოზიციას განადგურებით ემუქრება”- ასე ეხმიანეა “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელძე არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

“ისინი ჩიხში არიან, იციან, რომ მოლაპარაკების შემდეგ რაუნდს (მეხუთე რაუნდი) აზრი არ აქვს, რადგან, როგორც ჩანს ოპოზიცია დათმობაზე წასვლას არ აპირებს, შექმნილი მდგომარეობა ოპოზიციისთვის ნამდვილად არასახარბიელო არის, დიდი ალბათობით, პროცესების გაწელვის და ორჭოფობის გამო ისინი ყველაფერს დაკარგავენ და გაიმყარებენ ქუჩის ოპოზიციის სტატუსს, დანაკარგში პირველ ყოვლისა ხალხის მხარდაჭერას ვგულისხმობ, ყველა ხედავს, რომ ოპოზიცია არა ხალხის (რომელთა მხარდაჭერით მანდატი მოიპოვეს) დაკვეთას, არამედ სააკაშვილის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, რაც მათ რეიტინგზე უარყოფითად აისახება.

სამწუხაროდ 21-ე საუკუნის საქართველოს ოპოზიციაში გრძელდება ადამიანთ ექსპლუატაცია, მათ ვერ შეძლეს სააკაშვილისგან გათავისუფლება, რომელიც დიდი ხანია ჩამოლაბორანტებულ პოლიტიკოსს წარმოადგენს, როგორც ჩანს მოქმედ ოპოზიციასაც იგივე მოელის.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი, ოპოზიცია, როგორც წესი, უცხოელი პარტნიორების პოზიციას და სიტყვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, დღეს კი უმნიშვნელოდ მიაჩნიათ, უცხოელ პოლიტიკოსთა ფართო სპექტრის პოზიცია, რომლებიც მათ (ოპოზიციას) პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?