ხმაურიანი ქადაგების შემდეგ დეკანოზი წერილს ავრცელებს

309
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა.”- ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც საპატრიარქოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა და ეხება ქადაგების იმ ნაწილს, რომელშიც ის ბავშვებზე საუბრობს, ასევე ადგილი აქვს ქსენობოფიურ განცხადებებს.

“მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.

ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში.

ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან.”- წერს დეკანოზი.

იხილეთ დეკანოზ თადეოზ სარალიძის ვიდეო, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა და რის გამოც მან შენდობა ითხოვა:

თქვენი კომენტარი?