პროკურატურა კარტოგრაფების საქმეზე გირაოს ითხოვს

187
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ პროცესზე მიმართავენ სასამართლოს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, მათი ბრალეულობა მაღალი სტანდარდით არის დადასტურებული. პრაქტიკულად ყველაფერი არის ზედაპირზე და ჩვენ ყველამ ვიხილეთ მათი აღიარება. შესაბამისად, რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო, გამოძიება აბსოლუტურად ყველა მიმართულება სრულად არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოთ გირაოთი, რადგან ამ ეტაპზე მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას“, – აღნიშნა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

თქვენი კომენტარი?