პარტია „ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა

267
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა . ამის შესახებ განცხადებას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს:

“ოფიციალურად დარეგისტრირდა. პარტიამ ყველა საჭირო პროცედურა კანონის სრული დაცვით გაიარა.

პარტია როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, სრულ ოპონირებას გაუწევს
ხელისუფლებას, ქვეყანაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

ამასთანავე, „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური გუნდი მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს გაშალოს პარტიული საქმიანობა და ღირსეულად მოემზადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

„პარტიის საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება აქტიური მუშაობა ქვეყანაში სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და კონსტრუქციულ გარემოში ოპონირება ხელისუფლებასთან.

ამ კუთხით მოხდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი კანონპროექტების ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში, რაც სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დამყარებული სახელმწიფოს შექმნის საფუძველი გახდება “ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ პარტიის ლიდერები “პატრიოტთა ალიანსი”-ს წევრები იყვნენ და მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს, ცალკე სუბიექტად, “ევროპელი სოციალისტების” სახელით  დარეგისტრირდნენ

თქვენი კომენტარი?