MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის
პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლება მიმდინარე
წლის 1 თებერვლიდან აღდგება. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

“შეგახსენებთ, covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა გასული წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე 28 ნოემბრიდან ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ.

ამ ეტაპზე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება,
მოცემული შეზღუდვა 1 თებერვლიდან მოიხსნას.“- ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER