MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

სოსო მანჯავიძის პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეს ეხება.

“ადამიანები მართლაც ჩვენ თვითონ ვქმნით რეალობას. როდესაც ერთი მხრივ ამბობ, რომ ილიჩოვამ და მელაშვილმა საფრთხე შეუქმნეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამის შემდეგ მათ უშვებ 20 000 ლარიანი გირაოთი, ღირსი ხარ და იმსახურებ, რომ ეს ტერიტორიული მთლიანობა თავზე გადაგაფხრიწონ იმ მეზობლებმა, რომლებსაც მეტი ღირსება და შეგნება აქვთ.

რისთვისაც არ იბრძვი და არ აფასებ-გერთმევა. შენს კისერზეა შენი ცოდვა-როგორც მოსეს რჯულშია. და კიდევ, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, ესენი მგონი, ავღანურს ეწევიან და თან დაბი, დუბი დაბის უსმენენ ცნობილი ქართველი მომღერლის შესრულებით.

უდიდეს წარმატებას მიაღწიეს- მოელაპარაკენ ელისაშვილს. ეს უკანასკნელი აცხადებს რომ სწორედ მასთან მოლაპარაკების შედეგად მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

მაზოხისტურ ვნებებში არიან, სიამოვნებთ გრიგოლიას და გვარამიას ზეიმი და დაცინვა. ვირს რქები არ ამოუდიოდაო და ბოჩოლას ეძახდნენო-ამათზეა ნათქვამი.“- წერს სოსო მანჯავიძე.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER