ბოლო ამბები
11/10/2024

გიორგი ბარამიძის თქმით, მათი ხელისუფლების დროს, დასავლეთში სულ სხვა პოლიტიკა იყო და პარტნიორები სთხოვდნენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა ჰქონოდათ

გაზიარება

“სულ სხვა პოლიტიკა იყო დასავლეთში და სულ სხვა რამეს გვთხოვდნენ პარტნიორები, არ გვიჯერებდნენ რა იმას, რომ პუტინი არის მტაცებელი, რომ მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია, მაგრამ მაინც, ჯიუტად, ჩვენი მეგობრები ახორციელებდნენ იმ პოლიტიკას, რომ მაგალითად, ნატო-ში კი არ ითვლებოდა როგორც საფრთხე, არამედ როგორც პარტნიორი და ნატო-რუსეთის კომისიაც კი შექმნეს და ამ კეთილი ჟესტებით ეგონათ რომ რუსეთს შეცვლიდნენ”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ 10 მაისს, ტვ “პირველის”-ს ეთერში, დიანა ტრაპაიძესთან ჩართვისას, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვას, თუ რატომ არ დაუწესა მათმა ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ ხვდებოდა სააკაშვილი რუს ტურისტებს საზღვართან შამპანურებით.

“სამწუხაროდ, ჩვენმა ვარაუდმა გაამართლა. ახლა, მთელი მსოფლიო გამოფხიზლებულია და ამბობს, რომ ეს არის თანამედროვე ფაშიზმის იდეოლოგიის მატარებელი”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მოისმინეთ:

სხვა ამბების წაკითხვა