“დიდი ხანია თამარმა თავი დაიბანა და გაქონილი არ დადის?, ვაი შენს პატრონს ანდღულაძე” – გამოხმაურებები კომედი შოუს ვიდეოზე

757
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა კომედი შოუს მიერ, სალომე ზურაბიშვილის ვაჟის დამცინავ ვიდეორგოლს.  წარმოგიდგენთ რამდენიმე გამოხმაურებას.

ინგა ბერიკაშვილი - უფლებადამცველი

“არარაობების კასტა!  ქალზე არ უნდა ვამბობდე მაგრამ დიდი ხანია თამარმა თავი დაიბანა და გაქონილი არ დადის?  ჯოგია, ჯოგი!  არც ადრე ვუყურებდი ამ გაუნათლებელ კასტას და არც ეხლა ვუყურებ მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გააჩეროს ეს სამარცხვინო ჯოგი?!”– წერს ბერიკაშვილი.

ბექა ვარდოსანიძე - ვიდეობლოგერი

“ვაი შენს პატრონს ანდღულაძე, რუსთავი 2 ზე გადაცემა არაა უკვე პოლიტიკურად რომ არ გამოიყენონ” – წერს ვარდოსანიძე.

ქეთი დოლიძე - თეატრისა და კინოს რეჟისორი
"უზნეოები, ზიზღი და აგრესია მათ ეკუთვნით და თვითონვე ჩაიხრჩობიან"- წერს დოლიძე.

იხილეთ ამ თემაზე:

წითელი ხაზის გადაკვეთა – “კომედი შოუმ” ამჯერად სალომე ზურაბიშვილის ვაჟს დასცინა


თქვენი კომენტარი?
IMG.GE