MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ეკა ბესელიას პოსტი სოციალურ ქსელში:

“გადავხედე კომენტარებს ჩემს გუშინდელ სტატუსზე და გამაოცა რამდენიმე ადამიანის ( მათ შორის ბევრი ,,ტროლი-ბოტიც” აღმოვაჩინე ) დაწერილმა კომენტარმა.

ვემიჯნები და ვერასოდეს ვიმეგობრებ მათთან ,ვინც ფარისევლობს, ყალბი პატრიოტიზმით პოზირებს, არასოდეს რომ არაფერი გაუკეთებია სამშობლოსთვის და მორალს გვიკითხავს!

ყველა თავის სიტყვაზე და ქმედებაზე აგებს პასუხს და ინდივიდიუალური პასუხისმგებლობის გარჩევა ზრდასრულმა ადამიანმა უნდა შეძლოს!
მეჯავრება სიყალბე და ურაპატრიოტიზმი!

მათთვის ვინც ნამდვილად საჭიროებს სიცხადის შეტანას და განმარტებას (მათ შორის გუშინდელ ეთერში გაკეთებული შეფასებების გამო)

მოკლედ დავწერ: ვემიჯნები ნებისმიერ ადამიანს ვინც იტყვის,რომ დავით გარეჯი საქართველო არაა! ეს ჩვენი ისტორიული ნაწილია. სხვა აზრი და პოზიცია არც არასოდეს მქონია. ვისაც ამის გაგება არ შეუძლია ან დავალება აქვს ,რომ მაინც უნდა დაწეროს ის საძაგლობა, რასაც წერს – არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას!”– წერს ეკა ბესელია.

ამ თემაზე:

მოდით ახლა და გადააბიჯეთ მავანნო ამ მორალურ ბარიერს – ეკა ბესელია

RADIO24-BANNER