MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

გუშინდელი გადაცემა რაღაც კუთხით დადებითი იყო, რადგან ამდენი მოღალატის ლუსტრაცია და ერთად შეკრება არ არის მარტივი ამბავი, მადლობა მათ, რომ საზოგადოებას თეთრი და შავი აჩვენეს.”- ასე ეხმიანება “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე გადაცემა “რეაქციას”, რომელიც დავით გარეჯს ეხებოდა.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში კარგად შეფუთული შოუ ვიხილეთ, შესანიშნავი თეატრალური დადგმა. მაყურებელმა იხილა ცრემლი, პომპეზური დახვედრა, ფეხზე წამომდგარი სტუდია, ღალატისთვის გმირობის დარქმევის, ხოლო საქართველოს მიწის დამთმობთათვის გმირის მანტიის მოსხმის მცდელობა, რაც საბედნიეროდ არ გამოვიდა.

ამაზრზენი და სამარცხვინო იყო ყოველივე ის რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, განსაკუთრებით პოლიტიკოსთა ნაწილის მონდომება, რომლებიც იმის თქმაში, რომ დავით გარეჯა საქართველოს ტერიტორია არ არის ერთმანეთს ეცილებოდნენ, კულმინაცია მთავარი „გმირის“ ეპოქალური გამოსვლა იყო, რომელმაც თქვა, „როგორ არის შენი, როცა არ არის შენი? არა გაქვს ამისი საფუძველი… ვიღაცის, უკაცრავად, ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, იმის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი, არ დაგითმობს არასოდეს

ვფიქრობ გუშინდელი გადაცემის შემდეგ საზოგადოების იმ ნაწილს რომელსაც კითხვის ნიშნები ქონდა, ხომ არ იყო დავით გარეჯას საქმე პოლიტიკურად მოტივირებული, კითხვის ნიშნები მოეხსნათ და ახლა გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავით გარეჯის საქმე არის ერთი დიდი ღალატის ამბავი, რომელსაც პოლიტიკისთნ შემხებლობა არ აქვს. მტკივნეული იყო იმის ნახვა, თუ როგორ მინელდა და მოკვდა ცნება “ქართველი” ამ გადაცემის მონაწილეებში”– აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

ამ თემაზე:

დიახ, გარეჯის რაღაც ნაწილი არ არის საქართველო და ვერც შევედავებით – აკაკი ბობოხიძე (ვიდეო)

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER