ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია – პროკურორი

347
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია,მათი საქმის განხილვა ჯერ არც კი დაწყებულა”- ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა “ღამის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც გულისხმობს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

“აღკვეთის ღონისძიების დროებით შეცვლა, არ არის გამართლება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია, მათი საქმის განხილვა ჯერ არც კი დაწყებულა. ეს პროცესი წარიმართება, ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული, უდავოდ გამოიწვევს იმ მოცემულობას, რომ მათ ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და მომავალში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, აუცილებლად მოიხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს. სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც გულისხმობს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას,” – განაცხადა ამირან გულუაშვილმა

თქვენი კომენტარი?