ვენაში ქართველი ხელოვანის, მარიანა ქებაძის გამოფენა გაიმართა (ფოტოები)

700
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ავსტრიის დედაქალაქ  ვენაში, მიმდინარე წლის ს 1-დან  22 დეკემბრის ჩათვლით გალერეა “ამ როტენ ჰოფ”-ში („Galerie am Roten Hof“) გაიმართა ქართველი ხელოვანის, მარიანა ქებაძის სამკაულებისა და აქსესუარების საშობაო გამოფენა-გაყიდვა.  მისი ნამუშევრები განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს, როგორც ავსტრიელ მომხმარებლებში, ასევე იქ მცხოვრებ და მოღვაწე ქართველებში.

მარიანა საყვარელ საქმიანობას სიამოვნებით უთავსებს თავის პატარა ოჯახს და მის პროფესიას. ის ასევე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის, გერმანულენოვანი ლიტურგიის მგალობელია.

მარიანას საავტორო ნამუშევრები გამოირჩევა ორიგინალობით, თავისებური განუმეორებელი  სტილით, არც ერთი ნამუშევარი არ ჰგავს ერთმანეთს და არის ექსკლუზიური. სამკაულები შესრულებულია  სხვადასხვა ტექნიკებში, როგორიცაა სუტაჟი, ბისერით ქსოვა, თექა … და გამოყენებულია დასავლეთ ევროპის მწარმოებელთა მაღალი ხარისხის მასალები, ბუნებრივი და ნახევრად ძვირფასი ქვები, ვერცხლი. სამკაულები შესრულებულია მხატვრულად.

მარიანა ქებაძეს განათლება მიღებული აქვს ქალაქ  ვენაში, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით, თუმცა ხელოვნებისადმი მისი დაინტერესება და სიყვარული იმდენად დიდია, რომ ძირითად დროს სამკაულების წარმოებას უთმობს. მარიანას თქმით, ერთი სამკაულის შექმნას ის საათებს ანდომებს, ზოგიერთის შექმნა კი თითქმის სამ თვემდე გასტანს.


თქვენი კომენტარი?
IMG.GE