MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

ნატო ჩხეიძის გამოპასუხება ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს, რომლებმაც პარლამენტში მუშაობის გადაწყვეტილება მიიღეს:

“სამშობლოს სჭირდება ასეო, ორი “მოქალაქე” ამბობს.
სულ ჯანდაბას ყოფილა ჩვენი პატიოსანი თავი, ჩვენ სამშობლოსთვის ვიწვით, სამშობლო გვეძახის და რაც ჩვენს ხალხს და სამშობლოს უნდა, იმას ვიქმთო,
სამშობლოს სჭირია ჩვენი შესვლა პარლამენტშიო.

მეც კი ვარ მიყურადებული სამშობლოს ძახილს, გაფაციცებული ვუგდებ ყურს მის ხმას, იქნებ მეც მითხრას რამე, ეგებ მეც დამიძახოს, მაგრამ მე რატომღაც არაფერს მეუბნება სამშობლო. არც მე და არც ჩემს 50 კოლეგა-ოპოზიციონერს არაფერს გვეუბნება. აბა ვნახოთ, კიდევ ვის რას ეტყვის?..

ჩვენ არა, ჩვენ, 51-ს არაფერს გვიმხელს. მიყურადებულნი კი ვართ სამშობლოს დაძახილს. არა და არა. ჩამიჩუმიც არ ისმის ჩვენსკენ..”– წერს ნატო ჩხეიძე.

RADIO24-BANNER