ეკა ბესელიას ღია მიმართვა ივერი მელაშვილს

2044
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ეკა ბესელიას ღია მიმართვა ივერი მელაშვილს

“საჭიროდ ჩავთვალე მოგმართოთ ღია წერილით. მინდა ამით ჩემი შინაგანი ემოცია და იმ ადამიანების განწყობა გამოვხატო, ვის აზრსაც პატივს ვცემ და ვინც გულწრფელად ღელავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გამო.

მე, ეკა ბესელია, ნებისმიერი ადამიანის თავისუფლებისთვის ბრძოლას, თუ ის უსამართლოდ იჩაგრება, ჩემი ცხოვრების პრინციპად მივიჩნევ.

არასდროს შემშინებია ღია პოზიცია მქონოდა იქ, სადაც უსამართლობას ვხედავდი.
ნებისმიერი პიროვნების, მისი სახელის, გვარის, თანამდებობის თუ რეგალიის მიუხედავად, უსამართლო ქმედება ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია.

სამწუხაროდ, თავისუფალი სასამართლოს არარსებობის პირობებში, დღეს შესაძლებელია ნებისმიერი და მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე თემების პოლიტიზება.

სწორედ, ამ პრინციპის დაცვით მივესალმე თქვენი და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას. მეც ვიყავი იმ დარბაზში, სადაც თქვენ საპატიმროდან გამოსულს გულწრფელად მოგილოცეს თავისუფლება.

მე არ მესმოდა თქვენი სიტყვები (ხმადაბლა საუბრობდით ) მოგვიანებით ვნახე ჩანაწერი და ფრაზა, რომელმაც ბევრს ახალი პოლიტიკური სცენარის მუზა გაუხსნა, ბევრი ფსევდოპატრიოტი, დავით გარეჯი ნანახიც რომ არა აქვთ, მორალს გვიკითხავს ჩვენ, მათ ვინც ვინც იქ წლების წინ ვიდექით მაშინ, როდესაც თვითონ ჩირგვებში იმალებოდნენ.  ბევრი კი გულწრფელად აღაშფოთა.

თქვენი სტუდიაში საუბრის ბოლო ფრაზა მოგვიანებით რამდენჯერმე მოვისმინე , ნამდვილად არ ამბობთ ,,დავით გარეჯი არ არის საქართველო”, თუმცა თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები იძლევა ფართო და საკმაოდ სახიფათო ინტერპრეტაციის საშუალებას.

ამიტომ მოგმართავთ ან მკაფიოდ განმარტეთ თავად, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი, ან თუ ასე არ ფიქრობთ – მე თქვენს პოზიციას არასოდეს მივიღებ. არც თქვენს და არც არავის -ვინც არ უნდა ამბობდეს ამას!”– წერს ეკა ბესელია.

თქვენი კომენტარი?