ბოლო ამბები
01/12/2024

ქვეყნის ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე და სავიზო რეჟიმს დაუწესებდა რუსეთის მოქალაქეებს

გაზიარება

ალეკო ელისაშვილის გამოხმაურება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის მოხსნას ეხება.

“ქვეყნის ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე და სავიზო რეჟიმს დაუწესებდა რუსეთის მოქალაქეებს! ეს იქნებოდა სწორი, ადეკვატური და ღირსეული პასუხი! მთავრობა გვყავს და აბა ღირსება სადაა?

P.S. ვისაც მიფარჩაკებული პუტინის ეს გადაწყვეტილება გიხარიათ სიამოვნებით შეგკრებდით და ექსკურსიაზე გაგიშვებდით სერგეი შოიგუს მშობლიურ ქალაქ კიზილში, ტუვას რესპუბლიკაში. რა გინდათ თქვენ პარიზში, ბერლინში და ლონდონში – ჰაიდა ტუვაში და კიზილში,. რავიცი იქნება ხანტი მანტიინსკის ნახვაზეც ბავშვობიდან ოცნებობდით?”– წერს ალეკო ელისაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა