არ მინდა, ჩემ ქვეყანას მოლაპარაკებებში წარმოადგენდეს ადამიანი, რომელსაც თვითონაც არ სჯერა – არჩილ თალაკვაძე ივერი მელაშვილზე

339
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ადამიანურად მინდა გითხრათ, ჩემი მხრიდან, მე არ მინდა, ჩემ ქვეყანას მოლაპარაკებებში წარმოადგენდეს ადამიანი, რომელსაც თვითონაც არ სჯერა იმის, რაც მოლაპარაკებებზე განიხილებოდა, რაც უნდა ემტკიცებინა აზერბაიჯანის მხარესთან, შესაბამისად, განცხადება, რომელიც მოვისმინეთ, იყო უმძიმესი”– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, “:ქრონიკის” ეთერში სტუმრობისას, როდესაც გამოეხმაურა ივერი მელაშვილის კომენტარს დავით გარეჯის სადავო მონაკვეთთან დაკავშირებით.

მან ასევე ისაუბრა ბრალდებულების საქმეზე და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ, გირაოთი გათავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გამართლდნენ და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს:

ეს გათავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას, მათ უბრალოდ საპატიმრო დატოვეს, თორემ ისინი რჩებიან ბრალდების ქვეშ და საბოლოო ვერდიქტს ამ საქმეზე იტყვის სასამართლო“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეს,რომლებიც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

“საპატიმრო სასჯელის შეცვლა არანაირად არ ნიშნავს, რომ ისინი გამართლდნენ იმ ბრალდებაში, რაც მათ პროკურატურამ წაუყენა.

უბრალოდ, პროკურატურამ ამ ნაწილში გამოძიება დაასრულა და საქმე გადასცა სასამართლოს”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამ თემაზე:

თქვენი კომენტარი?