MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER ამინდის პროგნოზი თბილისში
Weather for the Following Location: Georgia,

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის კომენტარი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე.

როგორც მელაშვილი ადასტურებს ფარულ ჩანაწერში, რომ მას არ უნდოდა, მაგრამ ზემოდან დაავალეს და ამიტომ დავით გარეჯის მიმდებარედ, ჩვენს საზიანოდ შეთანხმდა ეს მონაკვეთი, არანაკლები მნიშვნელობისაა ის კარტოგრაფიული დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ილიჩოვას კომპიუტერში ვიპოვეთ, სადაც დავით გარეჯის მონაკვეთი მონიშნულია, როგორც აზერბაიჯანის სასარგებლოდ და ჩვენს საზიანოდ შეთანხმებული მონაკვეთი.

იქ ამ მონაკვეთზე განმარტებულიცაა, რომ 1938 წლის მდგომარეობით საზღვრის ხაზი ჩვენს სასარგებლოდ იყო და ასე უნდა შეთანხმებულიყო, თუმცა, მოგვიანებით, 50-იანი წლების შემდეგ ახალ რუკებზე საზღვარი ჩვენს საზიანოდ დაიბეჭდა, რომელიც არალეგიტიმურია და ამის ამსახველია იმ დოკუმენტზე მონიშვნა, რომელიც ილიჩოვას კომპიუტერში ვიპოვეთ. ესაა ის მცირედი ჩამონათვალი, რომელიც ჩვენ სასამართლოში მტკიცებულებად წარვადგინეთ. ამის გამო და არამხოლოდ, უნდოდა ილიჩოვას გადაემალა კომპიუტერი და გამოძიებას არ ამოეღო“, – განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, თუ ბრალდებულებს გამოძიებისთვის დასამალი არაფერი ჰქონდათ და საქართველოსთვის საზიანოდ არ იყო შეთანხმებული სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი დავით გარეჯთან, რატომ სურდათ მათ გარკვეული დოკუმენტების გადამალვა.

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER