MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე RADIO24-BANNER

ჩენ ვიწყებთ რადიკალური ოპოზიციური პარტიის მშენებლობას, რომელიც მოაწყობს უზარმაზარ მარშს”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლმა გიორგი სიგუამ ფეისბუქის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომელმაც კვლავ ემიგრანტების მარში დაანონსა.

აღსანიშნავია, რომ სიგუამ ემიგრანტების მარშის  მობილიზაცია ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა, თუმცა უშედეგოდ.

გიორგი სიგუა ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში ის სხვადასხვა აქტივობებს აწყობდა თანამოაზრეებთან.

მისივე თქმით, ძალაუფლება მათ უნდა აიღონ ხელში, თუნდაც რევოლუციის ფასად.

 

თქვენი კომენტარი?
RADIO24-BANNER