სკოლის მოსწავლეებს ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშო ახეხინეს (ვიდეო)

332
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მერიის საპირფარეშოს ასუფთავებენ. მასალას მოქალაქეების აღშფოთება მოჰყვა. როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, ეს ხდება ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოში.

დეტალებზე გამოცემა ათინათი წერს:

“​ინფორმაციას ადასტურებენ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში. როგორც რადიო “ათინათს” ცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა, აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთი მშობლისგან გაიგო, რომელმაც დასუფთავების ამსახველი ვიდეო გამოუგზავნა. ლია ჯალაღონიას თქმით, ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა სამინისტროს და საქმე მოკვლევის ეტაპზეა.

“ინფორმაცია მაქვს, მაგრამ დაზუსტებული არაა, როგორ რანაირად, პოლიცია უკვე იძიებს, სამინისტროს ვაცნობეთ და მოკვლევის ეტაპზე ვართ. ბავშვებს როცა შევხვდი ნაწილი ამბობს, რომ სათამაშოდ წაგვიყვანესო, ნაწილი კი რომ დასასუფთავებლად იყვნენ. ცუდი ფაქტია, მით უფრო კორონავირუსის პირობებში. აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ბოლომდე. სკოლის პოზიცია ისაა, რომ მოვიდნენ გავაყოლეთ ბავშვები, გვეგონა, რომ პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქცია და დაუფიქრებლად გადავდგითო ეს ნაბიჯი. მოვიდა ქალბატონი, გამგეობას აქვსო ეს პროექტი და რამდენიმე სკოლა იღებს მონაწილეობასო, დავუჯერეთ და ბავშვებიც სიამოვნებით წავიდნენ. რა პროექტებზე და დასუფთავებაზეა საუბარი პანდემიის პირობებში. მე წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, მესამე დღეს მშობელმა ჩამიგდო ვიდეო. როგორც კი გავიგე, ვაცნობე სამინისტროს, დამავალეს ამ ყველაფრის მოკვლევა”, – გვითხრა ლია ჯალაღონიამ.

ჩხოროწყუს მერიაში კი ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს შესაბამისი პირები.

“დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ნებისმიერი, ვისაც ექნება ამ საქმეში რამე გადაცდომა და მონაწილეობა, იქნება მკაცრად დასჯილი”, – გვითხრეს მერიაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით მიმდინარეობს.”- წერს გამოცემა.

თქვენი კომენტარი?