ბოლო ამბები
01/12/2024

უვიზო ფრენებიო ოკუპანტ რუსეთთანო კაცოოოოოუ – თაკო ჩარკვიანი

გაზიარება

“უვიზო ფრენებიო ოკუპანტ რუსეთთანო კაცოოოოოუ…. და ეს მაშინ , როცა ყველა, მთელი მსოფლიო გაემიჯნა ოკუპანტ თავდამსხმელ რუსეთს.”- ასე ეხმიანება თაკო ჩარკვიანი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გაუქმდეს სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის და აღდგეს პირდაპირი ფრენები.

“ჩვენ როგორ ვართ ოპოზიციავ და საერთოდ?აბა ჰე, პატარა პარტიებმა კიდევ დიდხანს იფიქრონ “დაუჯდნენ” თუ არა სასაუბროდ , დასავლური ვექტორის მსხვილ ოპო პარტიას ( ნაც.მოძრაობას) აბა ჰე ,კიდევ დიდხანს იფიქროს ზოგიერთმა… სწორედ ეგ არის, რაც “ოცნების” და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

მე ,გადარჩენას გაერთიანებაში ვხედავ ძალა ერთობით, ახლა ამ ეტაპზე, თორემ ზოგიერთი, არც მე “მეპიტნავება”, თან ძალიანაც არ მომწონს, მაგრამ ახლა გაერთიანებაა სწორი გზა. როცა რუსეთი საქართველოს ავიწროვებს, ბრძოლაა და წინ პუტინია, ოკუპანტი რუსეთი, გაერთიანებაა გადარჩენის გზა – ხსნა !
ქვეყანას ვკარგავთ პატივცემულებო !

P.S თუ კიდევ წამიშლით, “გამიქრობთ” სტატუსს, უფრო დიდი ტირაჟით ტვ ეთერში და საიტებით ვიტყვი და დიპ კორპუსთან , ასე რომ ტყუილად ირჯებით “ჩიტებო” .– წერს თაკო ჩარკვიანი.

პოსტის სტილი დაცულია

სხვა ამბების წაკითხვა