თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემ ხალხთან ერთად – ნინო ბურჯანაძე

1153
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თუ არჩევანი დგას იმაზე, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს ქვეყნის ბატონ-პატრონი და უნდა გვიყიდოს ყველა, თუ ქუჩაში უნდა გავიდეთ, გავიხდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ჩავიცვამ დაბალქუსლიან ფეხსაცმელებს და თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად, რომ როგორმე ეს ქვეყანა გადავარჩინო“,– განაცხადა ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში სტუმრობისას,  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პროცესების შეფასებისას.

ჩემთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა სწორი აქცენტები გააკეთონ და უფრო ნათლად დაინახონ, რა პრობლემის წინაშე დგას საქართველო, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოსახლეობის აზრს.

დასავლეთი 2003 წელსაც გვეუბნებოდა, დაანებეთ შევარდნაძეს თავი და შედით პარლამენტშიო, მაგრამ არ გავაკეთეთ ეს და სწორად მოვიქეცით იმიტომ, რომ ვინც რა უნდა ილაპარაკოს, 2003 წელი, ვარდების რევოლუცია და ის, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის წინ წასაყვანად. სამწუხაროდ, იყო შეცდომები, რომელმაც ძალიან დიდი ჩრდილი მიაყენა ამ წარმატებას, მაგრამ ქვეყანა წავიდა წინ.”– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

თქვენი კომენტარი?