ბოლო ამბები
01/12/2024

ამერიკის სახ. დეპარტამენტის განცხადებით, ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის

გაზიარება

აშშ-ს სახ. დეპარტამენტის განცხადებით, ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის”- აღნიშნული კომენტარი ქართულ მედიაგამოცემა “აქცენტს” მიაწოდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელიც ეხმიანება რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გაუქმდეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და აღდგეს პირდაპირი ფრენები.

“დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეებში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს სანქციების შესაძლო დაწესების გამო იმ ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის. ქართველი ხალხისთვის, მაღალი ალბათობით, ისაა უმჯობესი, რომ პუტინმა თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებული 20 პროცენტიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა ან სავიზო რეჟიმის შეცვლა” – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ “აქცენტისთვის” მოწოდებულ ოფიციალურ კომენტარში.

სხვა ამბების წაკითხვა